სირიაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
სირიაში აშშ-ის ძალების პოზიციების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სამხედროების განცხადებით, მათ თავდაცვის მიზნით, საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
"არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შეფასება," - განაცხადა პოლკოვნიკმა უეინ მაროტომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არის პასუხისმგებელი აშშ-ის ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.
შეგახსენებთ, გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა. საჰაერო იერიშების განკარგულება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამერიკელი სამხედროებისა და ობიექტების წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული თავდასხმების პასუხად გასცა.