"ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დარ­დი­მან­დია, "დი­დოს­ტა­ტის" პრო­ლოგ­ში ნახ­სე­ნე­ბი. ცხე­ნე­ბი მწე­რალს იპოდ­რო­მი­დან გა­მოჰ­ყავ­და" - სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კვირის პალიტრა

"ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დარ­დი­მან­დია, "დი­დოს­ტა­ტის" პრო­ლოგ­ში ნახ­სე­ნე­ბი. ცხე­ნე­ბი მწე­რალს იპოდ­რო­მი­დან გა­მოჰ­ყავ­და" - სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ისტორიკოსი და ირანისტი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ამ ფოტოზე ვხედავთ სამ მხედარს, რომელთაგანაც ერთი ანდრია აფაქიძეა, სრულიად ახალგაზრდა, შემდგომში აკადემიკოსი და აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, რომელსაც იმჟამად (ამ ფოტოს გადაღების მომენტში ომი ახალი დამთავრებული უნდა იყოს) უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს არქეოლოგიაში, განსაკუთრებით რაც შეეხება გათხრებს მცხეთაში;

მეორე სიმონ ჯანაშიაა, ისტორიკოსი პარ ეხცელლენცე და მესამე კონსტანტინე გამსახურდია. ფოტო მცხეთის მიდამოებშია გადაღებული, სადაც ცხენის ჭენებაში გაჯიბრებიან ერთმანეთს.

ამ შეჯიბრში ყველაზე ახალგაზრდა ანდრია აფაქიძემ გაიმარჯვა - როგორც ირკვევა, იგი 5 წლიდან ცხენზე იჯდა. კონსტანტინეს ცხენს რაც შეეხება, ეს დიდი ალბათობით დარდიმანდია, "დიდოსტატის" პროლოგში ნახსენები. ცხენები მწერალს იპოდრომიდან გამოჰყავდა, რომლის დირექტორიც იყო გენერალი კაპიტონ ნაჭყებია - ცნობილი იმით, რომ სტალინს ახლდა თეირანში".