"წაიკითხე "თხა და გიგო", მერე ცოტა გაართულე, შეიძლება "ბიძია თომას ქოხამდე" მიხვიდე და შემდეგ შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო" - კვირის პალიტრა

"წაიკითხე "თხა და გიგო", მერე ცოტა გაართულე, შეიძლება "ბიძია თომას ქოხამდე" მიხვიდე და შემდეგ შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო"

"წაიკითხე "თხა და გიგო", მერე ცოტა გაართულე, შეიძლება "ბიძია თომას ქოხამდე" მიხვიდე და მერე შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო", - ასე მიმართა "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუას.

ვაშაძემ გადაცემაში პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" ირაკლი ზარქუა ჰყავს მასზე მომაგრებული. ვაშაძემ ზარქუას "კლოუნი" უწოდა.

"პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი, რომელ ბანკშიც მინდა, იქ უნდა ჩამერიცხოს ჩემი პენსია. გარანტიას ვაძლევ, სესხის პროცენტი შემცირდება, თუ არადა, მე წავალ პოლიტიკიდან...

ის "კლოუნი" რომ არის პარლამენტში, "ქართული ოცნება" პასუხს რომ ვერ მცემს, მაშინ ჰყავთ მომაგრებული - ზარქუა... ასეთი ადამიანები, გაუნათლებლები, პარლამენტში რომ ჰყავს "ქართულ ოცნებას" , ყველა მეორე სიტყვაში რომ შეცდომას უშვებს. ტყუილად კი არ ვუთხარი მას, რომ "თხა და გიგო" წაიკითხეთქო, იმიტომ რომ რაც გამოტოვე, უნდა დაიწყო იქედან. წაიკითხე "თხა და გიგო", მერე ცოტა გაართულე, შეიძლება "ბიძია თომას ქოხამდე" მიხვიდე და მერე შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო" , - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: