პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული შ.გ. გორში დააკავეს.

მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"