"მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩვენს გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავს დღეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობაზე - კვირის პალიტრა

"მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩვენს გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავს დღეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობაზე

"კომედი შოუს" მსახიობს, ლაშა გაბუნიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ტექსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ მამაკაცი სასწრაფოდ ძვირადღირებულ ოპერაციას საჭიროებს.

დეტალების გასარკვევად Ambebi.ge ვახო ბიჭიკაშვილს დაუკავშირდა:

- დაახლოებით ორი წელია, რაც ლაშას ეს პრობლემები აღმოაჩნდა. არაერთი ოპერაცია გაიკეთა, თურქეთშიც გაკეთდა ოპერაცია, შემდეგ საქართველოშიც, მაგრამ ეს ფაქტობრივად უშედეგო აღმოჩნდა. პრობლემა აქვს კიდევ, რომელიც თურქეთში უნდა მოგვარდეს.

- ლაშა ეკრანიდან არც გამქრალა, როგორ ახერხებდა მუშაობას?

- ისეთ მომენტში დაიწყო მისი ვარკვლავური აღმასვლა, როცა ბევრი პრობლემები შეექმნა. ვიცოდით, რომ ლაშა ხშირად ვერ მოახერხებდა მოსვლას. საავადმყოფოში ატარებდა დიდ დროს, წინასწარ ვიღებდით სკეტჩებს და თვეებზე ვანაწილებდით, რომ მაყურებელს ეს არ ეგრძნო. ლაშას ნამდვილად სჭირდება დახმარება.

ლაშა გაბუნიას შესახებ პოსტი საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისმაც გაავრცელა.

მათი ცნობით, გაბუნია რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოჰყვა, რამაც მისი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია.

"ყველასთვის საყვარელ მსახიობს, რომელიც მუდმივად ჩვენს განწყობაზე ზრუნავს დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება" -რამდენიმე წლის წინ საბედისწერო დღე დადგა ლაშა გაბუნიასთვის, ავარიის შედეგად ლაშამ ხერხემალი დაიზიანა, იმ მომენტში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი... ლაშას ხერხემალზე რამდენიმე თიაქარი ჰქონდა, რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევდა...

პირველ რიგში კისრის მალის ოპერაცია ჩატარდა საქართველოში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა თუმცა აუცილებელი გახდა მე-4 და მე-5 მალაზე ქირურგიული ჩარევა... კომპანია მედიცენტრის დახმარებით ლაშა მოხვდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც პროფესიონალი ექიმების ჩარევით გაუკეთდა ოპერაცია... მიუხედავად ექიმების დიდი მონდომებისა და მცდელობისა, დღეს ქირურგიული ჩარევა საჭიროა მე 7და მე 8 მალაზეც...ამწუხაროდ, პრობლემას თავი ვერ ავარიდეთ და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტა დაგვრჩა... გამარჯვება დღეს ლაშასთვის 25 000 ღირს ( ოპერაცია და რეაბილიტაცია) დღეს ლაშას ყველაზე მეტად ვჭირდებით, ყველა ნაცნობი და უცხო ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და ლაშას გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ... თქვენი იმედი გვაქვს..." - წერია ინფორმაციაში.

დახმარების მრუსველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:

GE24BG0000000100883773

GE56TB7063545064300028

მიმღები ლაშა გაბუნია

ambebi.ge