"მოდერნას" განცხადებით, კომპანიის ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია - კვირის პალიტრა

"მოდერნას" განცხადებით, კომპანიის ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კომპანია "მოდერნას" მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია, - ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. აღმოჩნდა, რომ "მოდერნას" ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური იყო "დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი "ბეტა" ვარიანტის წინააღმდეგ.

"ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინა ახლად გამოჩენილ ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას," - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.

"ინტერპრესნიუსი"