მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართა - კვირის პალიტრა

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან "GEclose2EU’’-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართა.

ტრენინგები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500-მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას ტრენინგები ჩატარდა 5 თემაზე: მარკეტინგი და ბრენდინგი, ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა.) საქართველოს ათივე რეგიონში.

ტრენინგები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს დაეხმარება უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის და პერსპექტივების შეფასება, მართონ ფინანსები, გააუმჯობესონ ანგარიშგება საგადასახადო სამსახურებთან, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ბრენდინგი, გაიგონ მარკეტინგის და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის - კოვიდის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგები ასევე გააუმჯობესებინებს მათ ბიზნეს-გეგმების წერის და ბიუჯეტირების უნარებს, რაც დაეხმარება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ახალ პროგრამებში მონაწილეობის დროს.