მემუარები, უძრავი ქონება და პენსია: როგორ გამოიმუშავებს ფულს კამალა ჰარისი - კვირის პალიტრა

მემუარები, უძრავი ქონება და პენსია: როგორ გამოიმუშავებს ფულს კამალა ჰარისი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს. ნაწილი მისი მეუღლის, დუგლას ემჰოფის შემოსავლის წყალობით მოგროვდა.

საინტერესოა, მთავრობაში მუშაობის გარდა, კიდევ რა შემოსავლები აქვს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილ კამალა ჰარისს?

კამალა პირველი აფრიკელი ამერიკელი და პირველი აზიელ- ამერიკელი ქალია, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად მსახურობს. 7 მილიონი დოლარის გარდა, მის აქტივებზე ირიცხება ქმართან ერთად შეძენილი ორი სახლი ლოს-ანჟელესში და ვაშინგტონში, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი დოლარია და 2 პენსია.

ჰარისი კალიფორნიაში, ინდოელი და იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით მისი მშობლები დაშორდნენ. 12 წლის ასაკში, ჰარისი დასთან და დედასთან, ძუძუს კიბოს მკვლევართან ერთად, საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ სკოლაში შესასვლელად კალიფორნიაში გადავიდა. 1989 წელს სწავლის დასრულების შემდეგ იგი ალამედას პროკურატურას შეუერთდა. 1998 წელს ჰარისმა მუშაობა სან – ფრანცისკოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო. 2003 წელს კი სან- ფრანცისკოს საოლქო პროკურორი გახდა. მისი გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, მომდევნო წელს ჰარისმა 140 000 დოლარი გამოიმუშავა.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, სადაც გაიმარჯვა და გახდა პირველი შავკანიანი ქალი ისტორიაში, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. გააგრძელეთ კითხვა