"თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება"
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ თბილისს მერად ბრედ პიტი სჭირდება. ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი დეპუტატ მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თემურ ჭყონია მას თბილისის მერობის კარგ კანდიდატად მიაჩნია.
"ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს.
მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება", - აცხადებს თემურ ჭყონია "ფორმულასთან" საუბრისას.