"სიმპტომები თანდათან გაუძლიერდა - დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა..." - კვირის პალიტრა

"სიმპტომები თანდათან გაუძლიერდა - დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა..."

მოსიყვარულე დედა შვილების გამო ყველაფერზე მიდის. მერი ენ ვებსტერი მათ რიცხვს მიეკუთვნება. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა: რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გამოეკვება შვილები. მას წინ ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა ელოდა მაყურებლების მხრიდან, ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალი იყო - ასეთი წოდება მიანიჭეს. მიუხედავად გარეგნობისა, ის თავისი დროის გმირი გახდა.

რთული ცხოვრება და ოცნება ქალურ ბედნიერებაზე

მერი დაიბადა ლონდონში, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახში. მას ადრე მოუწია სამუშაოს დაწყება. სამსახური იშოვა მედდად ჰოსპიტალში. იმ დროს მერი ძალიან მიმზიდველი გოგონა ყოფილა, რომელიც დიდ ოჯახზე ოცნებობდა. 29 წლის ასაკში გათხოვდა ტომას ბევანზე და გააჩინა 4 შვილი. მალე მერის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: დაეწყო შაკიკი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ექიმები ვერ იგებდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე. ოჯახს დიდი ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ ის ვერ აქცევდა საკუთარ თავს სათანადო ყურადღებას, დღე და ღამე შრომაში იყო.

უეცრად აღმოცენებული დაავადება

თანდათან გაუძლიერდა სიმპტომები: დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა და ქალური ფორმები თანდათან გაუქრა. ულამაზესი მისის ბევანისგან აღარაფერი დარჩა.

დაავადება, რომელიც მერის ჰქონდა, მედიცინაში აკრომეგალიის სახელითაა ცნობილი. ეს არის ნეირო ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზრდის ჰორმონის გაძლიერებულ გამომუშავებასთან. ამ ჰორმონის დიდი რაოდენოით გამოყოფა იწვევს სიმაღლეში ზრდას, კიდურების დაგრძელებას, რასაც თან ახლავს თავისა და სახსრების

ტკივილი. აკრომეგალია წარმოიშობა ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნისგან. ხშირ შემთხვევებში მას მემკვიდრული ხასიათი აქვს.

დღეს ამ დაავადებას წარმატებით მკურნალობენ. მაგრამ მაშინ ამ დაავადების მკურნალობაზე ინფორმაცია არ არსებობდა. მერის განკურნების არავითარი შანსი არ ჰქონდა. დღითი დღე სარკეში ჩახედვისას მერი ამჩნევდა, თუ როგორ ქრებოდა მისი სილამაზე.

საეჭვო ტიტული და პირველი ფულადი შემოსავალი

მისტერ ბევანი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა და აზრადაც არ მოსვლია მერის მიტოვება. ქორწინების 11 წლის თავზე მისის ბევანი დაქვრივდა და დარჩა 4 შვილით მარტოდმარტო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მერი ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, რათა შვილები გამოეკვება. გააგრძელეთ კითხვა