ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს - კვირის პალიტრა

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

ამასთანავე, ნათია იოსელიანის განმარტებით, თამარ ჟვანია ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რის შემდეგაც გეგმავდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

"დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის ადგილზე, დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. გუშინ შევიდა განახლებული "საარჩევნო კოდექსი" ძალაში, აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ის იქნას არჩეული. ჩვენ ველოდებით ახალ თავმჯდომარეს და ასევე, შემომატებულ კომისიის წევრებს. თავმჯდომარის მოვალეობას კი შეასრულებს თამარ ჟვანიას მოადგილე და გიორგი შარაბიძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე,"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"