"წარმატებას ვუსურვებ აბიტურიენტებს, იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას" - კვირის პალიტრა

"წარმატებას ვუსურვებ აბიტურიენტებს, იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.