"ოცნება" მარტოა და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს მიშელის შეთანხმების სრულ იგნორირებას" - კვირის პალიტრა

"ოცნება" მარტოა და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს მიშელის შეთანხმების სრულ იგნორირებას"

"ქართული ოცნება" არის მარტო და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს მიშელის შეთანხმების სრულ იგნორირებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ მოსართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე სწორი პოზიცია აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ჯაფარიძის თქმით, ეს არის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზა, როცა შეთანხმება ირღვევა, ხოლო მის დარღვევაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს.

"რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელებას, ეს არის პირდაპირი დარღვევა შეთანხმების, რაზეც არამხოლოდ ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმადგენლები, რომლებიც იყვნენ მედიატორები და აბსოლუტურად იგივე აზრს იზიარებენ, რასაც ოპოზიცია. ამიტომ "ქართული ოცნება" არის მარტო და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის და შეთანხმების სრულ იგნორირებას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

შგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.