"ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, უპირობოდ. მებრძოლი ვარ ბუნებით და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!" - კვირის პალიტრა

"ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, უპირობოდ. მებრძოლი ვარ ბუნებით და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!"

"კაცობრიობა კორონავირუსს აუცილებლად დაამარცხებს, ჩვენ ყველა ერთად ამ ბრძოლაში გამარჯვებულები ვიქნებით", - რას ამბობს ლევან რატიანი ვიდეომიმართვაში:

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დაავადების მართვა ვისწავლეთ. მზის სხივიც გამოჩენილია - არსებობს ვაქცინა, რომელმაც შესაძლებელია კაცობრიობა გადაარჩინოს და ვირუსი დავამარცხოთ. დაახლოებით 70%-ზე მეტია ვაქცინირებული.

ჩაკეტვა სხვადასხვა გართულებებს იწვევს, ფსიქო-ემოციურ სტრესს და ეს უფრო დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ცოცხალი სისტემისთვის. ამიტომ, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, უპირობოდ.

სიმართლე გითხრათ, პირადად მე, ამ დაავადების არ მეშინია. რადგან, მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანი გაჩნდა და კაცობრიობა სულ გადარჩენილი გამოდიოდა ასეთი სიტუაციებიდან. კაცობრიობა ამ სენსაც აუცილებლად დაამარცხებს.

მე მებრძოლი ვარ ბუნებით, ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!", - ამბობს რატიანი.

იხილეთ ვიდეო: