"ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ - მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ, გავაგრძელებთ ქვეყნის მსახურებას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ - მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ, გავაგრძელებთ ქვეყნის მსახურებას"

პარტია "საქართველოსთვის" კიდევ ერთი ოფისი გორში გაიხსნა. ახალი ოფისი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად გახსნა.

"დღეს, ჩვენ, შიდა ქართლში, საქართველოს გულში, გორში ვხსნით პარტიის ახალ ოფისს და ასე დაიწყება პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მინდა, თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო დღეს აქ, ჩვენთან მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ჩვენ ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის.

ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვართ მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლას მოახდენენ და სამსახურებიდან გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია საჯარო მოსამსახურეები არიან და ემსახურებიან სახელმწიფოს და ქვეყანას, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას იმისთვის, რომ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.