“თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა - კვირის პალიტრა

“თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა

ადგილზე, სადაც “თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, ფიზიკური დაპირისპირება იყო.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას წინააღმდეგობას ამ წუთებშიც უწევენ.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ სამართალდამცავები პრაიდის მოწინააღმდეგეებს კვირეულის ორგანიზატორებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

ნფორმაციისთვის, იმ ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება იმართება, ხმაური იყო. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

"ინტერპრესნიუსი"