"თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება მიმდინარეობს, კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მივიდნენ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფები. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სამართალდამცველებს და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება
"ინტერპრესნიუსი"