დაშავდა ერთი პოლიციელი - "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვერცხებს და ბოთლებს ისვრიან - კვირის პალიტრა

დაშავდა ერთი პოლიციელი - "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვერცხებს და ბოთლებს ისვრიან

ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრადისის“ კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიება მიმდინარეობს, ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეები ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.

ადგილზე დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"