"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა - კვირის პალიტრა

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა. ღონისძიების დამსწრეების უსაფრთხოებას სამართალდამცავები იცავენ, მათ სპეციალური დერეფანი აქვთ გაკეთებული, რათა სტუმრებმა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვონ.

ტერიტორია უკვე დატოვა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლების ნაწილმა.

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს შორის გზა მიკროავტობუსებით ჩახერგეს, სავარაუდოდ, ღონისძიების მონაწილეებს ტერიტორიას სწორედ აღნიშული ტრანსპორტით დაატოვებინებენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. აქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ. სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს. მანამდე დადასტურებული ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 12-ს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"