ამერიკამ ბაგრამის სამხედრო ბაზა დატოვა - კვირის პალიტრა

ამერიკამ ბაგრამის სამხედრო ბაზა დატოვა

ამერიკულმა ჯარმა ავღანეთში მათი მთავარი სამხედრო ბაზა, ბაგრამის ბაზა დატოვა, - ინფორმაციას ღეუტერს-ი ავრცელებს.

"ბაგრამის ავიაბაზა ყველა ამერიკელმა ჯარისკაცმა და ნატო-ს ძალების წარმომადგენელმა დატოვა", - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზა ავღანეთის მთავრობას ოფიციალურად ხვალ გადაეცემა. ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმებას დაჯგუფება "თალიბანთან" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიაღწიეს.

თალიბებმა პირობა დადეს, რომ ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, ისინი აღკვეთენ საერთაშორისო ტერორიზმის ნებისმიერი აქტის ავღანეთის ტერიტორიიდან განხორციელებას და დაიწყებენ მოლაპარაკებებს ავღანეთის ამჟამინდელ მთავრობასთან.