"მკვლელ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ოჯა­ხი გა­მი­ნად­გუ­რეს... იმ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­დეგ, ძლივს წყნა­რად ვცხოვ­რობ­დით, არ ვიცი, ახლა რა იქ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

"მკვლელ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ოჯა­ხი გა­მი­ნად­გუ­რეს... იმ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­დეგ, ძლივს წყნა­რად ვცხოვ­რობ­დით, არ ვიცი, ახლა რა იქ­ნე­ბა"

30 ივნისს წალკაში, აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაუპირისპირდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტელეკომპანია "პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე, 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე წალკაში დააკავეს და ის ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება.

"როგორც გამოძიებით დადგინდა, გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, "ტვპირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

"დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, დაკავებული გოჩა აფრასიძე ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციას მამა-შვილი, ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეეწირნენ. 24 მარტის სპეცოპერაციის დროს, გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან - ვამეხ აფრასიძესთან ერთად, სამართალდამცველებმა ოჯახის მამა, ევგენი აფრასიძეც მოკლეს, რომლის ცხედარიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ამასთანავე, ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი - შმაგი აფრასიძის მეუღლე. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი, 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ მათ სასჯელი გაუნახევრა, საბოლოოდ კი, ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

ეცერის სპეცოპერაციის შემდეგ, აფრასიძეების დაზარალებული ოჯახი სვანეთში აღარ დაბრუნებულა. დედა - დოდო აფრასიძე ოთხ შვილიშვილთან ერთად წალკის რაიონში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. გიორგი აფრასიძე, სოფელ წინწყაროს გამგებელი მისი ერთ-ერთი ვაჟის - შმაგის შვილია.

ambebi.ge დოდო აფრასიძეს დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება: გააგრძელეთ კითხვა