გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. მიღებული დაზიანებებით ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.