"გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ" - კვირის პალიტრა

"გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ"

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. მისი განცხადებით, პოლიციელებს აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

"უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს ძალადობრივი აქციის აღკვეთას. აქცია "მშვიდობიანი" შეიძლება იყო, მაგრამ ის იყო ძალადობრივი აქცია, სადაც ისროდნენ ქვებს და არა მხოლოდ კვერცხებს, იყო აგრესიული და პირდაპირ გამიზნული ფიზიკურ ძალადობაზე. ამიტომ, მსგავსი აქციის მიმართ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება, ვგულისხმობ შს სამინისტროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ იქ პოლიციელები იყვნენ, მაგრამ აქციისთვის ხელი არ შეუშლიათ, ეს არის არასწორი, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა. ეს დარტყმის ქვეშ აყენებს როგორც ზოგადად მოქალაქეებს, კანონს, ასევე თავად პოლიციელებს და სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა კიდეც გუშინ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს",-განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც პირველი ღონისძიება გაიმართა. ამის პარალელურად აქცია გამართეს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმაც. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. სამართალდამცველებმა აქციაზე 20 პირი დააკავეს.