ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ვინ იმოგზაურებს ევროპაში თავისუფლად - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ვინ იმოგზაურებს ევროპაში თავისუფლად

ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ვინ იმოგზაურებს ევროპაში თავისუფლად

გამოცემა Politico იმ 11 ქვეყანას ასახელებს, რომელსაც ევროკავშირი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიას დაამატებს და რომლის მოქალაქეებიც დღეიდან ევროკავშირში შესვლას თავისუფლად შეძლებენ.

ევროკავშირის ელჩების მიერ გუშინ დამტკიცებულ სიაში კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი მოხვდნენ. სიაში არაა საქართველო.

გასულ წელს, კორონავირუსის გამო ბლოკმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, გადაუდებელი მგზავრობების გარდა, ყველანაირი მოგზაურობა შეაჩერა. უსაფრთხო ქვეყნების სია წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი, როგორც წესი, მას იზიარებენ.

"დელტა" შტამის გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთი სიაში კვლავ არ შევიდა. განაგრძეთ კითხვა