"როგორ შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს, ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელია" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს, ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელია"

25 წლის ლუკა ალიბეგაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკას 3 წლის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ახლა ის თურქეთის კლინიკაში მკურნალობს.

ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. ლუკა მუცლის ძლიერი ტკივილით მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მწვავე მეალოიდური ლეიკემია დაუდგინდა. ოჯახისთვის, პირველი შოკი, რა თქმა უნდა, 23 წლის ლუკას დიაგნოზი იყო, თუმცა ნერვიულობის დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, რადგან ლუკას გადასარჩენად დიდი თანხები იყო საჭირო. მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, თანხა შეაგროვა და ლუკა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ლუკას დონორი მისი დედა გახდა, რომელსაც შვილს მეორედ აჩუქა სიცოცხლე.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ოჯახმა ამოისუნთქა, ლუკა გამოჯანმრთელების გზას დაადგა, ის თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ლუკას მდგომარეობა ისევ გართულდა და კვლავ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ხანგრძლივი მედიკამენტების მიღებამ ლუკას ორგანიზმში გამოიწვია ძვლების შლა, ახლა მისთვის სასწრაფოდ ოპერაციაა საჭირო. ოპერაციისთვის მას 17 500 დოლარი სჭირდება, ხოლო მედიკამენტის ღირებულება კი, რომელიც ლუკამ 6 თვე უნდა მიიღოს, ჯამში 70 000 ლარია. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა. ოჯახი მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის დარჩენილი.

საქართველოს ბანკი:

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEASHVILI LANA)

GE46BG0000000101562086

ბაზისბანკი:

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEASHVILI LANA)

GE71BS0000000090745489

თიბისი:

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEASHVILI LANA)

GE12TB7448245061100082 უცხოეთიდან ჩარიცხვისთვის:

https://gofund.me/a3cbd878

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვისთვის:

DE38400501500153987748

მიმღები: Sopiko Iniashvili

იხილეთ ლუკას დის კომენტარი