სად არის კორონავირუსის გადადების ყველაზე მაღალი რისკები ზაფხულში და სად შეგვიძლია დავისვენოთ - კვირის პალიტრა

სად არის კორონავირუსის გადადების ყველაზე მაღალი რისკები ზაფხულში და სად შეგვიძლია დავისვენოთ

ზაფხულში განსაკუთრებით ბევრ ადამიანს სურს, გარეთ გავიდეს, სხვადასხვა ადგილზე დაისვენოს და დრო აქტიურად გაატაროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოხსნილი რეგულაციების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. გთავაზობთ ყველაზე "საშიშ" ადგილებს, სადაც ვირუსის გავრცელების შანსი ყველაზე მაღალია. სამწუხაროდ, კორონავირუსს შვებულება არ აქვს, ამიტომაც როდესაც კურორტზე გადაწყვეტთ წასვლას, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ რეგულაციების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია. ვირუსოლოგები საშიშ სივრცედ აუზებს ასახელებენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან იქ უამრავი ადამიანი იყრის თავს.

"როგორც მინიმუმ, რიგია შესასვლელში, კაფეებში. გასახდელსა და საშხაპეებში უამრავი ადამიანია და იქ

პირბადეს არავინ ატარებს. ამიტომაც, ასეთ დროს ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია."- აღნიშნავენ ექიმები.

სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების კიდევ ერთ საშიშ ადგილს ასახელებენ. ეს აკვაპარკებია. მიუხედავად იმისა, რომ წყალი მუდმივად იცვლება, იქლორება, ეს ვირუსის გავრცელებას ხელს არ შეუშლის.

"ვირუსი წყლის საშუალებით არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ დახურულ სივრცეში უამრავი ადამიანის თავშეყრა დიდ რისკს ქმნის."- ამბობენ ექიმები.

პარკებში ატრაქციონებიც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. რიგში დგომისას ძალიან რთულია სოციალური დისტანციის დაცვა. გააგრძელეთ კითხვა