ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.