"სად ნახეთ ძალადობა? ვთხოვე კოცნა. ჩამოინგრა ქვეყანა?" - კვირის პალიტრა

"სად ნახეთ ძალადობა? ვთხოვე კოცნა. ჩამოინგრა ქვეყანა?"

"შევცოდე, ვცოდე უფლის წინაშე და ერის წინაშე...ძალოდობა და მისი უფლებები მე არ დამირღვევია" - ამის შესახებ გოგი წულაიამ "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"მე არასოდეს, არსად, ცხოვრებაში არ მითქვამს, რომ ფრთები ამომივა და ანგელოზი ვარ, უი, რა კარგი ვარ... შევცოდე, ვცოდე უფლის წინაშე და ერის წინაშე...ძალოდობა და მისი უფლებები მე არ დამირღვევია. მისი ჩაწერილია ის, რაც არის გამოქვეყნებული, სადაც ვეუბნები, მაპატიე, ბოდიში, მეგობრებად დავრჩეთ, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე... სად ნახეთ ძალადობა? ვთხოვე კოცნა. ჩამოინგრა ქვეყანა?

ინფორმაციისთვის, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ საპატიმრო გუშინ დატოვა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.