რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან ტრაილერი გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
"ინტერპრესნიუსი"