მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - როგორი ამინდი იქნება 4-5 ივლისს საქართველოში? - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - როგორი ამინდი იქნება 4-5 ივლისს საქართველოში?

4 ივლისს დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"