ნატო დარტყმებს აგრძელებს
ნატომ ტრიპოლის მორიგი დარტყმები მიაყენა. ალიანსის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბაბ ალ-აზიზიას რაიონი იყო, სადაც ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის რეზიდენციაა.
ნატომ დარტყმა მიაყენა ქალაქ გარიანსაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნატო ლიბიას 19 მარტიდან ბომბავს, თუმცა კადაფი დანებებას არ აპირებს.