ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება - რას ითხოვენ გაფიცულები? - კვირის პალიტრა

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება - რას ითხოვენ გაფიცულები?

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. მეშახტეები შახტში სამუშაოდ არ მიდიან, მათი მოთხოვნაა ხელფასების 300 ლარით გაზრდა.

გაფიცული მეშახტეები „მინდელის“ შახტის მიმდებარედ არიან შეკრებილი და კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"საქნახშირში" აცხადებენ, რომ გუშინ შეიკრიბა საკონსულტაციო საბჭო და მეშახტეთა მოთხოვნაზე იმსჯელეს, კომპანია მათ ხელფასის ბონუსური სისტემით გაზრდას სთავაზობს.

"მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების“თავმჯდომარის გაგა ისაკაძის ინფორმაციით. დღეს იგეგმება მეშახტეების და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მეშახტეთა მოთხოვნები განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"