მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ? - კვირის პალიტრა

მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?

ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ფუნქცია არ არის იმის გადაწყვეტა, „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს თუ არა.

“საერთოდ, ადამიანები არიან ყველაფერზე პასუხისმგებლები, რასაც ისინი სჩადიან. სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა. იგივეს გეტყვით, რაც მითქვამს - ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს, სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, ანუ კანონის მიხედვით, რაც ნებადართულია, რაც ნებადართული არ არის, გააკონტროლოს და კანონი აღასრულოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა, სინამდვილეში ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის დაამოწმოს ქრისტეს, მაცხოვრის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი, მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს და მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია-სიტყვა“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

"ინტერპრესნიუსი"