"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის" - კვირის პალიტრა

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის"

ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) "თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ეს არის ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია“.

"ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

"ინტერპრესნიუსი"