"მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს" - კვირის პალიტრა

"მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს"

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ 4 ივლისს! მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ", - წერს გახარია.