ფილიპინებზე სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ფილიპინებზე სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ფილიპინებში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა 29 სამხედროს და ორი სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო 50-მა სამხედრომ და ოთხმა სამოქალაქო პირმა, რომლებიც "С-130"-ში ისხდნენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეტი გადარჩენილის პოვნას" , - განაცხადა გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის "სულუს" მეთაურმა გენერალ-მაიორმა უილიამ გონსალესმა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. 17 ადამიანი დაკარგულად მიჩნევა.

მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ჯარისკაცი თვითმფრინავიდან კატასტროფამდე გადმოხტა. თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას. ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.