გია ნო­დია, ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და - კვირის პალიტრა

გია ნო­დია, ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ორივე დოზით ვაქცინაციის მიუხედავად, კორონავირუსით დაინფიცირდა:

"მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ორჯერ ვიყავი აცრილი. 2-3 დღე მქონდა სიცხე 38-ის მიდამოებში, ხველება და ზოგადი არაფრის თავის ქონა. ახლა დამრჩა მხოლოდ სისუსტე. თუმცა, რაკი ამ პოსტის დაწერა გავქაჩე, იმასაც ვძლევ. დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს, - მარიკა ტუღუშს, მაია ახვლედიანს და ყველას, ვინც ძალიან კარგად მომიარა.

რაც შეეხება ფაიზერს: ხომ წინასწარ ვიცოდი, რომ აცრა ასი პროცენტით არ გამორიცხავს ინფიცირებას… მაინც გგონია, იმ რამდენიმე პროცენტში მაინცდამაინც შენ რატომ უნდა მოხვდე? რატომ არა? ასეთია ადამიანის ბუნება: არ ველოდი და მეწყინა. თუმცა, ამავე დროს, დავრწმუნდი, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა. ძალიან დიდი განსხვავებაა.

ვიცი, რომ ჩემი პროპაგანდა არ სჭირდება ხალხს, რომ აიცრას (სადაა, თორემ კი…). მაინც უნდა დამეწერა".", - წერს ნოდია.