"აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.
ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო", - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.