"როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა, სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე..." - კვირის პალიტრა

"როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა, სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე..."

ჟურნალისტი, უფლებადამცველი ლაშა მესხი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც შოთა ქარსელაძის შესახებ წერს:

"შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა, ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...

ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა, სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე...

მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან.

იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)", - წერს ლაშა მესხი.