"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, „პრაიდის“ ერთ-ერთი ოფისის მიმართულებით ბოთლებს და სამშენებლო ფილებს ისვრიან
ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია.
აქციის მონაწილეების განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ოფისი. ადგილზე მისული პირები შენობის მიმართულებით ბოთლებს, სამშენებლო ფილებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.