"თავს რამდენიმე ადამიანი დამესხა“ - რას ჰყვება "პალიტრანიუსის“ ოპერატორი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ? - კვირის პალიტრა

"თავს რამდენიმე ადამიანი დამესხა“ - რას ჰყვება "პალიტრანიუსის“ ოპერატორი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ?

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები არიან და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის, თავს დაესხნენ "პალიტრანიუსსაც", რომლის ოპერატორს "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს სახის არეში, ცხვირი აქვს გატეხილი და დაზიანებული აქვს თვალი.

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი", რომა ტარუღიშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რატომ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

"არ ვიცი, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ერთი ვიცი, რომ მე ვიღებდი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. რომ დავინახე, რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ, გამოვიქეცი და მაგის მერე უკვე აღარ დამინახავს, რომელმა მომარტყა და რა ჩამარტყეს. თავს რამდენიმე ადამიანი დამესხა. ცხვირი მაქვს გატეხილი, სახის ძვლები დამიზიანდა და თვალი", - აღნიშნა ტელევიზიის ოპერატორი, რომელიც უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ამჟამად უკვე კლინიკა "ნიუ ჯოსპიტალსშია" გადაყვანილი.

"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეების სამიზნე მედიასაშუალებების ტექნიკაც გახდა - დამტვრეულია "პალიტრანიუსის" კამერა.