"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტი სცემეს, ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ - კვირის პალიტრა

"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტი სცემეს, ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ

ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი სცემეს.

ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და სასულიერო პირები, რომლებიც სიტიაციის განმუხტვას ცდილობენ.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტი ადგილიდან კორდონის საშუალებით გაიყვანეს.