"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სააგენტოს ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.

"ინტერპრესნიუსი" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს უკვე რამდენიმე საათია უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებს მათი უსაფრთხოების დაცვა უჭირთ.