"ძალადობა, მუქარა ლგბტქი+-ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას" - კვირის პალიტრა

"ძალადობა, მუქარა ლგბტქი+-ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას"

თვალყურს ვადევნებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა, მუქარა ლგბტიქი+ –ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთონ შემდგომი ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის შესაბამისად,"- აღნიშნულია განცხადებაში.