ბაზალეთის ქუჩაზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

ბაზალეთის ქუჩაზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ

ბაზალეთის ქუჩაზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

უცნობია რის გამო დაუპირისპირედნენ ერთმანეთს მოქალაქეები და აქციის მონაწილეები.

სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. უცნობია ისინი ტერიტორიიდან გაიყვანეს თუ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 15-16 წლამდე ასაკის ბავშვს გაეკიდნენ, რომელსაც გრძელი თმა ჰქონდა. მოზარდი თავის დასაცავად საცხოვრებელ კორპუსში ​შევარდა, სადაც აქციის მონაწილები დაედევნენ, რომელთაც მოქალაქეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.