ტუნისის სანაპიროთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 21 მიგრანტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტუნისის სანაპიროთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 21 მიგრანტი დაიღუპა

ტუნისის სანაპიროთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 21 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის ცნობით, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სფაქსის პორტთან 21 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების დაღუპვის მეორე შემთხვევაა ბოლო ორი დღის განმავლობაში. შაბათს ნავის ჩაძირვის შედეგად 43 მიგრანტი დაიხრჩო.

მიგრანტები ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.