"პალიტრანიუსის" ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - ის თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება - კვირის პალიტრა

"პალიტრანიუსის" ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - ის თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომა ტარუღიშვილს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებული პალატაშია გადაყვანილი.

მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია გახდა საჭირო.

ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმი კომენტარს ხვალ დილით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებოდნენ, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.

"ინტერპრესნიუსი"