"ეს არის გაუნათლებლობა..საით მიდიხართ, ხალხო?.. ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში!"
რეჟისორი ქეთი დოლიძე დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მოზარდი, რომელსაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ, მისი შვილიშვილია.
"ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს, აი, ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ პროვინციალიზმი, უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა, სიბნელე და უბედურება! საით მიდიხართ, ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ "ქართველობას"? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინც მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!"