"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იმყოფება, იგეგმება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია - კვირის პალიტრა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იმყოფება, იგეგმება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმ - ნევროლოგის, მარიამ ხელაძის განცხადებით, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს გიორგი ნოკოლიშვილს განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება.

როგორც ხელაძემ ჟურნალიტებთან განაცხადა, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

"ამჟამად ნევროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას 2 პაციენტი განაგრძობს, ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი. გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ნიკოლიშვილთან იგეგმება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, ამჟამად ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ვახო ქარელის მდგომარეობა კი სტაბილურია", - განაცხადა ხელაძემ.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელია დაშავებული.