"პალიტრანიუსის", "ტვ პირველისა" და "პირველი არხის" ოპერატორები, რომლებსაც გუშინდელი მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩებიან - კვირის პალიტრა

"პალიტრანიუსის", "ტვ პირველისა" და "პირველი არხის" ოპერატორები, რომლებსაც გუშინდელი მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩებიან

"პალიტრანიუსის" ოპერატორი რომა ტარუღიშვილი, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და "პირველი არხის" ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომლებსაც გუშინ განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკაში რჩებიან.

თუმცა, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას განცხადებით, მედიასაშუალებების დაშავებული თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაძლოა, ხვალ გაწერონ.

"კლინიკაში ამ ეტაპზე 3 პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორს ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე ჩაუტარდა. დღეისათვის მათი გაწერა არ იგეგმება, ამას უფრო ხვალისათვის განვიხილავთ. სამივეს შემთხვევაში, შესაძლოა, გაწერა დაიგეგმოს. ორს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე თვალ-ბუდის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა იყო", - განაცხადა გიორგი კორძახიამ.